ანოტაცია

ანგინა?

ვიმკურნალოთ სწორად – ტონზილოტრენი

ხსნის ანთებას და ყელის ტკივილს¹

აღადგენს ნუშურების
დაცვით ფუნქციას² ³

ამცირებს განმეორებითი ანგინების განვითარების
რისკს და ანტიბიოტიკების
გამოყენების საჭიროებას²

დამზადებულია გერმანიაში

№1 ქრონიკული ტონზილიტის
დროს 4

ბუნებრივი
შემადგენლობა

დამტკიცებული
ეფექტურობა5

5 ბუნებრივი კომპონენტი
ტონზილიტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის

Atropinum Sulfuricum
Hepar sulfuris
Kalium bichromicum
Mercurius bijodatus
Silicea

Atropinum sulfuricum – მწვავე მიმდინარეობისას ავლენს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებას, ხსნის ყლაპვისას ყელის ტკივილს, აღმოფხვრის ნუშურების ჰიპერემიას და შეშუპებას, ამცირებს ცხელებას³

1 / 5

მიღების წესები და დოზები

2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები

დაავადების მწვავე მიმდინარეობისას ან შემანარჩუნებელი თერაპიისას:
1 ტაბ. 3-ჯერ დღეში.

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები

დაავადების მწვავე მიმდინარეობისას:
1 ტაბ. ყოველ 2 საათში (არა უმეტეს 6-ჯერ დღეში) პირველი 1-2 დღე მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

მოზრდილები და ბავშვები 12 წლიდან

დაავადების მწვავე მიმდინარეობისას:
1 ტაბ. ყოველ 1 საათში (არა უმეტეს 12-ჯერ დღეში) პირველი 1-2 დღე მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

სასარგებლო ინფორმაცია

ქრონიკული ტონზილიტი –
განაჩენი?

ცხოვრების განმავლობაში თითქმის ყველა ადამიანს გამოუცდია ყელის ტკივილი ან გადაუტანია ანგინა. თუმცა «რეკურენტული ტონზილიტი» ბევრისთვის საშიში დიაგნოზია. რა დაავადებაა და როგორ უნდა ვუმკურნალოთ?

ქრონიკული ტონზილიტი –
განაჩენი?

ცხოვრების განმავლობაში თითქმის ყველა ადამიანს გამოუცდია ყელის ტკივილი ან გადაუტანია ანგინა. თუმცა «რეკურენტული ტონზილიტი» ბევრისთვის საშიში დიაგნოზია. რა დაავადებაა და როგორ უნდა ვუმკურნალოთ?

ტონზილიტი - არის ნუშურა ჯირკვლების მწვავე ან ქრონიკული ანთება. ნუშურა ჯირკვალი ნუშის ფორმის ლიმფოიდური ქსოვილია, რომელიც ხახის ორივე მხარეზე არის განლაგებული. ნუშურებში არსებულ ღარებს ლაკუნებს უწოდებენ. ლაკუნები - ხაფანგია მიკრობებისა და ვირუსებისთვის და ერთგვარი „პოლიგონი“, სადაც იმუნური სისტემა სწავლობს მათ წინააღმდეგ ბრძოლას. სწორედ ნუშურებია ორგანიზმის ის კარიბჭე, რომელთანაც პირველად ხვდებიან გარე სამყაროდან პათოგენები და ნუშურები უზრუნველყოფენ ორგანიზმის დაცვას უცხო აგენტებისგან. მწვავე ტონზილიტი თუ ანგინა - მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც უპირატესად ნუშურა ჯირკვლების დაზიანებით მიმდინარეობს. ამ დროს პათოლოგიური პროცესი აზიანებს როგორც ნუშურებს, ასევე მთელს ორგანიზმს. უმრავლეს შემთხვევაში მწვავე ტონზილიტის გამომწვევი არის ვირუსები, მაგრამ ასევე განსაკუთრებით საშიშია ბაქტერიები: სტრეპტოკოკები ან სტაფილოკოკები. მწვავე ტონზილიტი ვლინდება ყელის ძლიერი ტკივილით, ანთებით და ნუშურა ჯირკვლების ზომის მატებით, მაღალი ტემპერატურით. შესაძლებელია ჩირქოვანი ნადების წარმოქმნა. ანგინის გადატანის შემდეგ ქვეითდება იმუნიტეტი და ორგანიზმს უჭირს ინფექციასთან ბრძოლა. თუ ადამიანს წლის განმავლობაში აღენიშნება მწვავე ტონზილიტის ორი და მეტი ეპიზოდი, მაშინ საქმე გვაქვს რეკურენტულ ტონზილიტთან (ლათინურიდან Recurrens- „განმეორებითი, შებრუნებითი“). ასე რომ, რეკურენტული ტონზილიტი - ეს სხვა არაფერია, თუ არა არსებული ქრონიკული ტონზილიტის გამწვავება.

ქრონიკული ტონზილიტის არსებობა ნიშნავს, რომ ნუშურები ვერ ართმევს თავს დაცვით ფუნქციას და არ შეუძლია უზრუნველყოს ადგილობრივი და ზოგადი იმუნიტეტის სრულფასოვანი ფუნქციონირება.

გარდა ამისა, ხშირმა ანგინებმა შესაძლებელია გამოიწვიოს ისეთი სერიოზული გართულებები როგორიცაა:

პარატონზილური აბსცესი
მწვავე რევმატიული ცხელება
თირკმლის დაზიანება (გლომერულონეფრიტი)
სახსრების ანთება (ართრიტი)
ხშირი გაციებითი დაავადებები

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო დაავადების გამომწვევთან ბრძოლა, არამედ ნუშურების მუშაობის აღდგენა.

რეკურენტული ტონზილიტის სამკურნალოდ გამოიყენება სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები, რომელთა მოქმედებაც მიმართულია ინფექციის აღმოსაფხვრელად (იმუნომოდულატორები, ვიტამინები, ნატურალური კომპლექსური პრეპარატები).

80 წელზე მეტია ანგინისა და რეკურენტული ტონზილიტის წარმატებული მკურნალობისთვის გამოიყენება გერმანული ნატურალური კომპლექსური პრეპარატი ტონზილოტრენი (DHU, გერმანია). ტონზილოტრენი - ხუთი აქტიური ნატურალური კომპონენტის კომბინაციაა. ყელის ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების დროს, ტონზილოტრენი მიმდინარე ანთებითი პროცესის სხვადასხვა სტადიაზე ხსნის ანთებას და ასტიმულირებს ორგანიზმის საკუთარ დაცვით მექნიზმებს. ეს იწვევს ჰიპერტროფიული ნუშურების ზომაში შემცირებას.

მნიშვნელოვანია, რომ ტონზილოტრენი მოქმედებს ნუშურებზე, აქრობს ანთებას და აღადგენს მათ დაცვით ფუნქციას, რითაც ხელს უწყობს განმეორებითი ანგინის სიხშირისა და აღმოცენების რისკის შემცირებას. ასევე მცირდება ანტიბიოტიკების გამოყენების აუცილებლობა1.

პრეპარატი შეიძლება გამოვიყენოთ ანგინის როგორც სამკურნალოდ, ასევე საპროფილაქტიკოდ. ინიშნება ბავშვებში 2 წლიდან და მოზრდილებში. ხშირი ანგინებისადმი მიდრეკილების დროს, წლის განმავლობაში ტონზილოტრენით რამდენიმე კურსის ჩატარებამ, შესაძლებელია შეგინარჩუნოთ ნუშურები - ადამიანის ორგანიზმის მნიშვნელოვანი იმუნური ორგანო!

კურსი: 1 ტაბ. 3-ჯერ დღეში 6-8 კვირის განმავლობაში. ტონზილოტრენი - ანგინის უსაფრთხო მკურნალობა და პროფილაქტიკა. გისურვებთ, რომ თქვენ და თქვენი ნუშურები აღარასდროს შეწუხდეთ ქრონიკული ტონზილიტით!

1. Jürgen Palma et all. «Effectiveness of an add-on treatment with the homeopathic medication SilAtro-5-90 in recurrent tonsillitis: An international, pragmatic, randomized, controlled clinical trial» // Complementary Therapies in Clinical Practice Volume 28, August 2017, Pages 181-191.

ფაქტები
ტონზილოტრენზე

1935 წლიდან იწარმოება გერმანიაში. არ არის აუცილებლობა ტაბლეტი გადაიყლაპოს, აქვს სასიამოვნო გემო და სწრაფად დნება პირის ღრუში. 3 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია ტაბლეტი გაიხსნას მცირე რაოდენობით წყალში (მაგალითად, ჩაის კოვზი). შეიძლება მივიღოთ ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ტონზილოტრენის მიღებასა და საკვების ან წყლის მიღებას შორის ინტერვალი უნდა იყოს 30 წუთი. ტონზილოტრენი ანგინის დროს უნდა მივიღოთ პირველივე სიმპტომების აღმოცენებისთანავე. ტონზილოტრენი გვეხმარება ნუშურების ფუნქციის და სტრუქტურის აღდგენაში.

ფაქტები
ტონზილოტრენზე

1935 წლიდან იწარმოება გერმანიაში. არ არის აუცილებლობა ტაბლეტი გადაიყლაპოს, აქვს სასიამოვნო გემო და სწრაფად დნება პირის ღრუში. 3 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია ტაბლეტი გაიხსნას მცირე რაოდენობით წყალში (მაგალითად, ჩაის კოვზი). შეიძლება მივიღოთ ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ტონზილოტრენის მიღებასა და საკვების ან წყლის მიღებას შორის ინტერვალი უნდა იყოს 30 წუთი. ტონზილოტრენი ანგინის დროს უნდა მივიღოთ პირველივე სიმპტომების აღმოცენებისთანავე. ტონზილოტრენი გვეხმარება ნუშურების ფუნქციის და სტრუქტურის აღდგენაში.

საჭიროა თუ არა ტონზილების ამოკვეთა?

ბავშვებში ქრონიკული ტონზილიტის მკურნალობისას თანამედროვე მიდგომა გულისხმობს მაქსიმალურად ფრთხილ დამოკიდებულებას ნუშურებისადმი, როგორც იმუნოკომპეტენტური ორგანოსადმი (იმუნიტეტზე პასუხისმგებელი ორგანო), რომლის ამოკვეთა გამართლებულია მხოლოდ ვალდეიერ-პიროგოვის ლიმფოიდური რგოლის დადასტურებული ფუნქციური დარღვევის დროს ან ჰიპერტოფიისას.

საჭიროა თუ არა ტონზილების ამოკვეთა?

ბავშვებში ქრონიკული ტონზილიტის მკურნალობისას თანამედროვე მიდგომა გულისხმობს მაქსიმალურად ფრთხილ დამოკიდებულებას ნუშურებისადმი, როგორც იმუნოკომპეტენტური ორგანოსადმი (იმუნიტეტზე პასუხისმგებელი ორგანო), რომლის ამოკვეთა გამართლებულია მხოლოდ ვალდეიერ-პიროგოვის ლიმფოიდური რგოლის დადასტურებული ფუნქციური დარღვევის დროს ან ჰიპერტოფიისას.

ექიმები უპირატესობას ანიჭებენ კონსერვატულ თერაპიას, რომელიც ხორციელდება სამი მიმართულებით:

- ნუშურა ჯირკვლებში არსებული ანთებითი პროცესის ლოკალიზება;
- ნუშურა ჯირკვლების ლაკუნების დრენაჟული ფუნქციის გაუმჯობესება;
- ადგილობრივი და ზოგადი იმუნიტეტის ნორმალიზება.

დრენაჟული ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით გამოიყენება ჩირქოვანი შიგთავსის ამოტუმბვა, გამორეცხვა ანტისეპტიკური ხსნარებით, ნუშურების მასაჟი, ზედაპირზე სხვადასხვა პრეპარატების აპლიკაცია.

კონსერვატული თერაპიის კურსი ტარდება ყოველ 6 თვეში. 2-3 კურსის შემდეგ თუ დადებითი შედეგი არ არის, დგება ქირურგიული ჩარევის საკითხი (ტონზილექტომია)1.
ტონზილოტრენი 80 წელზე მეტია გამოიყენება ქრონიკული ტონზილიტის ბაზისური თერაპიისათვის. ტონზილოტრენს გააჩნია სისტემური ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, აგრეთვე აღადგენს ნუშურების დაცვით ფუნქციას და ზოგადი იმუნიტეტის მაჩვენებლებს.

ანგინა? ვიმკურნალოთ სწორად -ტონზილოტრენი

1 Children's doctor 6 (13) 2011, Chronic tonsillitis in children: current issues of treatment and prevention.

ტონზილოტრენი და ტონზილიტი -
ციფრები

ტონზილიტი - ნუშურების ანთებაა, რომელიც შესაძლებელია იყოს მწვავე და ქრონიკული. ტონზილიტი ქრონიკულია, როცა ის მეორდება ორჯერ და მეტად წლის განმავლობაში, რაც იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, მიდრეკილებას ხშირი ავადობისკენ, სიცოცხლისათვის საშიში გართულებების განვითარების შესაძლებლობას. მცირეოდენი სტატისტიკა

ტონზილოტრენი და ტონზილიტი -
ციფრები

ტონზილიტი - ნუშურების ანთებაა, რომელიც შესაძლებელია იყოს მწვავე და ქრონიკული. ტონზილიტი ქრონიკულია, როცა ის მეორდება ორჯერ და მეტად წლის განმავლობაში, რაც იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, მიდრეკილებას ხშირი ავადობისკენ, სიცოცხლისათვის საშიში გართულებების განვითარების შესაძლებლობას. მცირეოდენი სტატისტიკა

ქრონიკული ტონზილიტით ავადობა:
მოზრდილები: 5-6%-დან 37%-მდე
ბავშვები: 15%-დან 63%-მდე 1-4
განსაკუთრებით მაღალი ავადობა მოდის 16-20 წლის ასაკობრივ ჯგუფზე. ბავშვთა ზოგად პოპულაციაში ქრონიკული ტონზილიტი 15%-იანი სიხშირით ვრცელდება, ხოლო ხშირად მოავადე ბავშვებში 43%-ით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ნუშურების მნიშვნელოვან როლს ბავშვის იმუნურ დაცვაში. 5.

ტონზილოტრენმა აჩვენა მაღალი ამტანობა და უსაფრთხოება 21 კლინიკურ კვლევაში, სადაც მონაწილეობდა 10 000-ზე მეტი პაციენტი, მათ შორის 8 000-ზე მეტი ბავშვი. ტონზილოტრენი ეფექტური და უსაფრთხოა ანგინისა და ქრონიკული ტონზილიტისას.
კვლევის მიმდინარეობისას:

• მე-4 დღეს თერაპიული ეფექტი დადგა პაცინეტთა 93,3%-ში;
• მე-4 დღეს ტკივილი ყლაპვის დროს მთლიანად აღმოიფხვრა პაციენტთა 56,7%-ში;
• მე-10 დღეს ჰემოლიზური სტრეპტოკოკის ანალიზის შედეგი იყო უარყოფითი;
• ტოლერანტობა შეფასებულია, როგორც ძალიან კარგი შემთხვევათა 100% -ში.6

1. Maltseva G. S., Grinchuk A. N. Conservative treatment of chronic tonsillitis of streptococcal etiology // Otorhinolaryngology: magazine article - scientific article. — Moscow: Non-profit partnership for promoting the development of the health care and medicine system "Rusmedical group", 2011. — No. 6. — p. 20-23.
2. Bogomilsky M. R., Chistyakova V. R. Children's otorhinolaryngology // Medicine. — Moscow, 2015
3. Vishnyakov V. V. Otorhinolaryngology. Medicine. — Moscow, 2014
4. Palchun V. T. Guidelines for the practical otorhinolaryngology. Medicine. — Moscow, 2011
5 Children's doctor 6 (13) 2011, Chronic tonsillitis in children: current issues of treatment and prevention.
6. Treatment of catarrhal tonsillitis with Tonsilotren homeopathic medication, Bokovoy A., Heger M., Schützle B.

რეკომენდაციები
ანგინისას

ყელის ტკივილისას, ჩნდება ხმის პრობლემები. დაეხმარეთ საკუთარ თავს ანთების, ტკივილის, ყელში ჩახეხვის და ჩაფხაჭვნის შეგრძნების აღმოსაფხვრელად.

რეკომენდაციები
ანგინისას

ყელის ტკივილისას, ჩნდება ხმის პრობლემები. დაეხმარეთ საკუთარ თავს ანთების, ტკივილის, ყელში ჩახეხვის და ჩაფხაჭვნის შეგრძნების აღმოსაფხვრელად.

თუ კი შესაძლებელია, თავიდან ავიცილოთ თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის მიღება ანთებითი პროცესის გამწვავების ფაზაში.

ისინი დამატებით აღიზიანებენ და ასუსტებენ ლორწოვან გარსს.

აზრები იყოფა, რა არის უკეთესი: ცივი თუ ცხელი სასმელები? ცივმა სასმელმა ან ნაყინმა შესაძლებელია მოახდინოს ტკივილის კუპირება, მაგრამ ამავე დროს გამოიწვიოს ანთებით კერებში სისხლის მიმოქცევის გაუარესება, რაც თავის მხრივ აფერხებს შეხორცებისა და გამოჯანმრთელების პროცესს.

ამიტომ, უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს თბილ ჩაის. მდგომარეობის გაუმჯობესება ყელზე მოხვეული თბილი შარფითაც არის შესაძლებელი. სითბოს ზემოქმედებით უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ჩქარდება გამოჯანმრთელების პროცესი.

ყელის გაღიზიანებისა და ანთებითი პროცესის გამო, საკვების მიღება ხშირად გართულებულია. რბილი ან თხევადი პროდუქტები, ისეთი როგორიცაა ფაფა ან წვნიანი, რომლებიც საკმარისი რაოდენობით საკვები ნივთიერებებით ამარაგებენ ორგანიზმს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფექციის დროს. ცალკე აღსანიშნავია ქათმის ბულიონი, როგორც ძალიან სასარგებლო საკვები. თაფლიც ეხმარება ორგანიზმს ანგინასთან გამკლავებაში. არ შეიძლება თაფლის გახსნა ძალიან ცხელ ჩაიში.

ეფექტურია ბალახების (გულყვითელა, გვირილა, სალბი) თბილი ნაყენის სავლები. მოუარეთ თავს და უმკურნალეთ ანგინას სწორად. სამკურნალო პრეპარატი ტონზილოტრენი ეფექტური და უსაფრთხოა ანგინისა და ქრონიკული ტონზილიტისას!

მტკიცებულებითი ბაზა

  1. Friese K.H., Zabalotnyi D.I. [Homeopathic treatment of tonsillitis of non-streptococcal etiology in children...]. Der Kassenarzt 2006; 6: 40-42.
  2. Jürgen Palma et all. “Effectiveness of an add-on treatment with the homeopathic medication SilAtro-5-90 in recurrent tonsillitis: An international, pragmatic, randomized, controlled clinical trial” // Complementary Therapies in Clinical Practice Volume 28, August 2017, Pages 181-191.
  3. T.A. Kryuchko et al. “Results of clinical studies on the use of Tonsilotren in children with chronic tonsillitis” // Children's doctor 5 (7) 2010, p. 54-58
  4. According to the project “Rx test — Monitoring of medicines prescriptions” of the company “Proxima Research” with the main diagnosis of chronic tonsillitis in 2017
  5. https://www.clinicaltrialsregister.eu/ctr-search/search?query=tonsilotren